Loading data...
დონალდ ტრამპი, შესაძლოა, სტამბოლში ჩაფრინდეს, სადაც ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უნდა გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტი 15 მაისს, სტამბოლში ჩაფრენას განიხილავს. მისი თქმით, თურქეთში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. „ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს, კარგი შედეგების მომცემი, შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ იქ ჩაფრენაზე, სხვა გზა არაა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ 5 ათასი სიცოცხლე, კვირის განმავლობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის დაჟინებული მოითხოვდა ამ შეხვედრის ჩატარებას, რადგან გამუდმებით ფიქრობს, რომ მალე დასრულდეს „სისხლისღვრა, რომელსაც ათასობით ადამიანი ეწირება“. „ისინი არ არიან ამერიკელი ჯარისკაცები, ისინი არიან რუსეთიდან და უკრაინიდან, მაგრამ არიან ადამიანები. მათ ისეთი მასშტაბით კლავენ, როგორიც არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ყველგან დახოცილთა კიდურებია, თავებია. აქვს ამას აზრი? - ამას არავითარი აზრი არ აქვს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება დროულად, დასრულდეს ეს სისხლისღვრა!“ - უთხრა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა. 

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთის დასანქცირებას, თუ ვლადიმირ პუტინი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათახმდება, ტრამპმა უპასუხა, რომ „ვგრძნობ, ისინი[პუტინი და ზელენსკი] შეთანხმდებიან.“

შეგახსენებთ, აშშ-ის ლიდერს, უახლოეს დღეებში, შეხვედრები აქვს დაგეგმილი საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.