Loading data...
დონალდ ტრამპი: სეუტაში განვითარებული მოვლენების გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი GB News-თან ინტერვიუში, ესპანეთის ექსკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრანტთა კრიზისს შეეხო და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.

ტრამპმა ყურადღება ესპანეთის თავდაცვის ხარჯებზეც გაამახვილა და ის მკაცრად გააკრიტიკა.

„ესპანეთი განადგურდება. ესპანეთთან დაკავშირებით მეც მქონდა ჩემი პრობლემები, რადგან ესპანეთი ნატოსთან მიმართებით სათანადოდ არ იქცევა. ისინი არ იხდიან იმდენს, რამდენიც უნდა გადაიხადონ. ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო საკუთარი მიგრაციული კრიზისის წინაშე დგას, თუმცა ის სეუტაში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა.

„იმედია, სხვა ქვეყნებიც, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, სადაც საკუთარი პრობლემები გაქვთ, აკვირდებიან ამას, თუმცა თქვენთან სიტუაცია ისეთი თვალსაჩინო არ არის. თქვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანი ძალით არ შემოიჭრება. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ესპანეთის მონაცემებით, 30 ივლისიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში მაროკოდან ესპანურ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 72,000 ადამიანი გადავიდა.