Loading data...
დონალდ ტრამპი საფრანგეთს ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფები დააწესოს, თუ პარიზი ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს. ამის შესახებ ტრამპმა The New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, გაფრთხილება პირდაპირ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს გადასცა და მოითხოვა, რომ მან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებისთვის დაწესებული 3%-იანი გადასახადი გააუქმოს.

„მე მას ვთხოვე, რომ ამერიკულ კომპანიებზე გადასახადი არ დაეწესებინა და თუ ისინი ამას გააკეთებენ, სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ საფრანგეთიდან შემოტანილ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100%-იანი ტარიფი დავაწესო“, - განაცხადა ტრამპმა.

„(მაკრონმა) მხოლოდ გაყიდვების გადასახადი უნდა გააუქმოს და მასზე ასეთი ზეწოლა არ მოხდება“, - დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.