1792786943
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: საფრანგეთს მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთში დაგეგმილი აქციების ფონზე, პარიზში ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) მატჩის გამართვის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, შეხვედრის გადადება შესაძლებელი იყო.
„ვფიქრობ, შესაძლოა, ხვალინდელი დღე საფრანგეთისთვის ცუდი იყოს, ამიტომ ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა. საფრანგეთს მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.