Loading data...
დონალდ ტრამპი: საფრანგეთი იწვის! სრულიად განსხვავებული სამყაროდან მოსულმა, გულში სიძულვილის მქონე ადამიანთა მიგრაციამ ეს ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია, ჩაკეტეთ საზღვრები და კონტროლს დაუქვემდებარეთ სიტუაცია, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას იმიგრაციას უკავშირებს და ქვეყანას მიგრაციული წესების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„საფრანგეთი იწვის! სრულიად განსხვავებული სამყაროდან მოსულმა, გულში სიძულვილის მქონე ადამიანთა მიგრაციამ ეს ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია. ჩაკეტეთ თქვენი საზღვრები და კონტროლს დაუქვემდებარეთ სიტუაცია, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.