Loading data...
დონალდ ტრამპი: რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის დაცვის პირობას ვდებ

„შეერთებული შტატები რუსული საფრთხეების ესკალაციის შემთხვევაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაიცავს“, - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას - „დაეხმარება თუ არა ვაშინგტონი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთს რუსეთთან ესკალაციისას?“

„დიახ, მე ამას გავაკეთებ“, - განაცხადა ტრამპმა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტს ზუსტად არ უთქვამს, თუ რა სახის დახმარებას ეხება საქმე.