Loading data...
დონალდ ტრამპი: რუსეთი მოლაპარაკებებში უფრო ძლიერ პოზიციაშია

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მოგვარების მცდელობის კონტექსტში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებში უფრო ძლიერ პოზიციაშია.

კითხვაზე, რომელი ქვეყანაა უფრო ძლიერ პოზიციაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ რუსეთი.

„ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. შეიძლებოდა ეს მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო, მაგრამ, ალბათ, ახლა ეს აღარ მოხდება“, - აცხადებს ტრამპი. 

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი „ევროპისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. 

„ისინი ამას თავს ვერ ართმევენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.