1786740078
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: როდესაც ირანს დავამარცხებთ, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს „ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიად“ გამოაცხადებს.
„მას შემდეგ, რაც ირანს დავამარცხებთ - ის კი ძალიან მძიმედ მარცხდება - მალე ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ“, - განაცხადა ტრამპმა ლონგ-აილენდზე გუბერნატორისა და კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების მხარდამჭერ მიტინგზე.