1792616046
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან ომის დასრულებაზე, რაც ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა, შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან მხარეები, შესაძლოა, ახლა ყველაზე ახლოს არიან.
„რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა. შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გააკეთა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჰაბარდის გათავისუფლებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა.