1743351417
უცხოეთი
დონალდ ტრამპი პუტინთან მორიგ სატელეფონო საუბარს აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბარი დააანონსა. განსახილველი საკითხი კვლავ უკრაინა იქნება. ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ტელეარხთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია კრემლის ლიდერის მოწოდებით უკრაინაში დროებითი გარე კონტროლის დაწესების შესახებ.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 18 მარტს შედგა.