Loading data...
დონალდ ტრამპი: პუტინს ევროპის კი არა, ჩემი ხელმძღვანელობით აშშ-ის ეშინია

ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ევროპის არ ეშინია, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების ეშინია, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რას ფიქრობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც მან უპასუხა: „ევროპამ უკრაინისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. და ცხადია, ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ პუტინს ევროპის კი არა, ამერიკის შეერთებული შტატების ეშინია, ჩემი ხელმძღვანელობით, ევროპის შიში არ არსებობს“.