1789677465
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის შექმნის მიმართულებით დიდი პროგრესია
„პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ძალიან მალე გაიხსნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, აღნიშნული „ისტორიული ნაბიჯი“ პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის შედეგია.
„შესანიშნავი ამბავი!პოლონეთის პრეზიდენტის, ჩემი მეგობრის კაროლ ნავროცკის, გაბედული ლიდერობის წყალობით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე. ეს თუ მოხდება, მისი მდებარეობა ძალიან მალე გახდება ცნობილი. ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი შესანიშნავი ამერიკულ-პოლონური ალიანსისთვის“, – წერს ტრამპი.