Loading data...
დონალდ ტრამპი: ფსონები მაღალია

„ფსონები მაღალია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალასკაში გამგზავრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა.

ცნობისთვის, დღეს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ალასკაში ხვდებიან.

რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში უკვე იმყოფება. მის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, პუტინის თანაშემწე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში იური უშაკოვი და პუტინის სპეცწარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში კირილ დმიტრიევი.