Loading data...
დონალდ ტრამპი: ონტარიოს ტბისთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევას აშშ-ის მოქალაქეები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, ბიზნესი ბუმს განიცდის

„ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევასა და მისთვის „ამერიკის ტბის“ წოდებას შეერთებული შტატების მოსახლეობა, განსაკუთრებით კი პატრიოტები, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ინიციატივას უდიდესი მხარდაჭერა მოჰყვა, მათ შორის Google Maps-ის, Apple Maps-ისა და Bing Maps-ის მხრიდან.

„ადამიანებს, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების პატრიოტებს, ძალიან მოსწონთ ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევა და მისთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევა! მხარდაჭერა მართლაც უზარმაზარია, მათ შორის Google Maps-ის, Apple Maps-ისა და Microsoft-ის Bing Maps-ის მხრიდანაც. სახელის გადარქმევის შემდეგ, ტბის ამერიკულ სანაპიროზე ბიზნესი უბრალოდ აყვავდა!“, - დაწერა ტრამპმა.