Loading data...
დონალდ ტრამპი: ნიუ-იორკის მერად კომუნისტი დასვეს, მაგრამ ჩვენ მივხედავთ ამ ამბავს, არ იღელვოთ!

„ვიდრე თეთრ სახლში ვარ, აშშ არავითარ შემთხვევაში არ გახდება კომუნისტური“, - მტკიცედ აცხადებს დონალდ ტრამპი, რითაც ზოჰრან მამდანის ნიუ-იორკის მერად არჩევას ეხმაურება. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „დემოკრატებმა“ კომუნისტი მერის დანიშვნით, „რესპუბლიკელებს“ სუვერენიტეტი „ცოტათი“ დააკარგვინეს, თუმცა ამერიკელებმა ამ თემაზე არ უნდა იღელვონ.

„გუშინ ღამით, ნიუ-იორკში, ცოტა სუვერენიტეტი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენ მივხედავთ ამ ამბავს, ნუ ღელავთ ამაზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.