Loading data...
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკელ ამომრჩევლებს: დღეს მთელი ქვეყნის ყურადღება კვლავ თქვენკენაა მიპყრობილი

„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნების დღეს ნიუ-იორკის შტატის ამომრჩევლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კენჭისყრას მთელი ქვეყანა ადევნებს თვალს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„დღეს მთელი ქვეყნის ყურადღება კვლავ ნიუ-იორკისკენაა მიპყრობილი!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ასევე, მან კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ ლოლერს, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საკუთარი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და მას „ებრაული საზოგადოების დიდი მეგობარი და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერი ლიდერი“ უწოდა.

შეგახსენებთ, მაიკ ლოლერის საარჩევნო ოლქი როკლენდისა და უესტჩესტერის არეალებს მოიცავს. სწორედ უესტჩესტერის ოლქის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის აპარატებთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემები დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 250,000-მდე ამომრჩევლის ბიულეტენზე აპარატებმა ტექნიკური შეცდომა დააფიქსირეს, რის გამოც ბიულეტენების ნაწილი ხელით გადასამოწმებლად და დასათვლელად სპეციალურ დაცულ ყუთებში გადაანაწილეს.