Loading data...
დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ფოტოს ავრცელებს - ის მოიერიშე ხომალდის ბორტზე იმყოფება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამჟამად Wasp კლასის ამფიბიური მოიერიშე ხომალდის „ივო ჯიმას“ ბორტზე იმყოფება.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ნიკოლას მადუროს ფოტოს ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.