1791224553
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ნავთობზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება
„ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, ბენზინის ფასის მატებას ახლა უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ განაპირობებს, რადგან ნავთობი ახლა თითქმის ყოველდღიურად რეკორდული მოცულობით გადის სრუტეში.
„ბენზინის ფასები ახლა არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გამო იზრდება, არამედ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო - უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებს“, – წერს ტრამპი.