1775566641
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება, არ მინდა, ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იწურება.
„ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მოხდება. მაგრამ ახლა, როცა მთელი რეჟიმის ცვლილება მოხდა, რომელსაც სათავეში სხვები, უფრო ჭკვიანები და ნაკლებად რადიკალიზებულები ჩაუდგნენ, შესაძლოა, რამე რევოლუციური, შესანიშნავი მოხდეს.
ვინ იცის? ამას დღეს საღამოს გავიგებთ, რაც მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. 47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი!“ - წერს ტრამპი.