Loading data...
დონალდ ტრამპი: „მშვიდობის საბჭო“ ყველაზე პრესტიჟული საბჭოა, რაც კი ოდესმე შექმნილა

მინახავს რამდენიმე შესანიშნავი კორპორაციული საბჭო, მაგრამ ისინი უმნიშვნელოა „მშვიდობის საბჭოსთან“ შედარებით, - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მშვიდობის საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრა ამ განცხადებით დაიწყო. 

„ეს მნიშვნელოვანი დღეა და ბევრი ადამიანი აკვირდება მას, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ ლიდერების დიდი ჯგუფი გვყავს. ორგანიზაციას მშვიდობის საბჭო ჰქვია. ჩვენ მის შექმნას ვაპირებთ. ჩვენ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ. ეს მარტივად სათქმელი სიტყვაა, თუმცა რთული მისი შესრულებაა“, - აცხადებს ტრამპი.