1767992093
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველოდები თეთრ სახლში, თებერვალში კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თებერვლის პირველ კვირას თეთრ სახლში კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს შეხვდება.
„მე მოუთმენლად ველოდები კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროსთან თეთრ სახლში, თებერვლის პირველ კვირაში შეხვედრას“, – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ შეხვედრა ძალიან კარგად ჩაივლის როგორც კოლუმბიისთვის, ასევე აშშ-სთვის.
„კოკაინის და სხვა ნარკოტიკების შეტანა შეერთებულ შტატებში უნდა შეჩერდეს“, – წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.