1754456922
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, დააწესებს თუ არა აშშ სანქციებსა და ფართომასშტაბიან ტარიფებს რუსეთის მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამერიკა ყველაზე მეტად მუშაობს უკრაინაში ომის დასასრულებლად, რადგან მან „რამდენიმე დღეში“ „სხვა ომების“ შეჩერება მოახერხა.
„ხვალ რუსეთში გვექნება შეხვედრები. ვნახოთ, რა მოხდება. აშშ ამის შემდეგ გადაწყვეტს, დააწესებს თუ არა სანქციებს და ფართომასშტაბიან ტარიფებს რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების მიმართ. შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება მოსკოვში დაგეგმილ ხვალინდელ მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა ტრამპმა.