1773081288
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება დიდი შეცდომაა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალი ხამენეის ვაჟის მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება „დიდი შეცდომაა“.
„ვფიქრობ, მათ დიდი შეცდომა დაუშვეს“, - თქვა ტრამპმა. „არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ეს. ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს“.
პრეზიდენტს ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ მოჯთაბა „მიუღებელი“ არჩევანი იქნებოდა, ხოლო ისრაელმა დადო პირობა, რომ ნებისმიერ მემკვიდრეს სამიზნეში ამოიღებს.