1745942603
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: მჯერა, უკრაინას გადარჩენაში ვეხმარები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის უკრაინას დიდ სამსახურს უწევს და მას გადარჩენაში ეხმარება.
„ვფიქრობ, ამ ერს გადარჩენაში ვეხმარები. ვფიქრობ, ეს ქვეყანა მალე განადგურდება. ეს დიდი სამხედრო მანქანაა. მოდით, ვაღიაროთ ეს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი, ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი არასდროს დასრულდებოდა. ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდ სამსახურს ვუწევ. მე ამის მჯერა“, - განაცხადა ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, არის თუ არა რამე, რისი გაკეთებაც პუტინს შეუძლია, რაც მას ზელენსკის მხარეს დააყენებს, ტრამპმა უპასუხა:
„არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს, მაგრამ უკრაინის მხარეს, დიახ. არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს. მე ზელენსკისთან რთული ურთიერთობა მქონდა“.