Loading data...
დონალდ ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ უსაფრთხოდ არის - CNN

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა იყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 

ამავე ცნობით, ტრამპი უსაფრთხოდ არის. 

„ისევ ხალხო! ფლორიდაში, დასავლეთ პალმ-ბიჩში, ტრამპის გოლფის მოედანზე გასროლა მოხდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ბუჩქებში AK-47 აღმოაჩინეს. ტრამპის კამპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დააკავეს“, - წერს სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი უმცროსი.