Loading data...
დონალდ ტრამპი: მე ვარ ის, ვინც ნატო გადაარჩინა, მე რომ არ ვყოფილიყავი, ნატო არ იარსებებდა

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი თავად რომ არ ყოფილიყო, „ნატო აღარ იარსებებდა“.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი გავლენის შედეგად დათანხმდნენ ნატოს წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

„მე ვარ ის, ვინც ნატო გადაარჩინა. მე ვარ ის, ვინც აიძულა მათ, გადაიხადონ მშპ-ს ხუთი პროცენტი. ორი პროცენტი იყო და არ იხდიდნენ. ახლა ისინი ხუთ პროცენტს იხდიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, კითხვაზე, განიხილავს, თუ არა აშშ-ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლას, ტრამპმა აღნიშნა:

„ეს რომ გავაკეთო, შესაძლოა, ნატო განაწყენდეს. შესაძლოა, ნატოს დაეზოგა ბევრი თანხა, თუმცა მე მომწონს ნატო“.

დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა, დაეხმარება თუ არა ნატო, თუ აშშ-ს საფრთხე დაემუქრება.

„ისინი მხარს დაგვიჭერენ? დარწმუნებული არ ვარ, რომ მხარს დაგვიჭერენ. იცით, ჩვენ ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ ნატოზე. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ აშშ-ს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.