დონალდ ტრამპი: კორუმპირებული და არაკომპეტენტური ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის უფლებას არ აძლევდა

შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე, ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე. სპორტში კარგი გუნდის მაგვარია, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის თამაშის უფლება არ გააჩნია, მოგების შანსი არ არის! უკრაინასთან და რუსეთთანაც მსგავსი რაღაცაა.
კორუმპირებული და ძალიან არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ იმუშავა ამან? ამისდა მიუხედავად, ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი - ნული შანსი. საინტერესო დროა წინ!!!“ - წერს ტრამპი.