1767464320
უცხოეთი
დონალდ ტრამპი კოლუმბიის პრეზიდენტს მიმართავს და ურჩევს, რომ საკუთარ თავს მიხედოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროსთან მიმართებით მკაცრი განცხადება გააკეთა და მას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
კითხვაზე, კვლავ ეთანხმება თუ არა რამდენიმე კვირის წინ გაჟღერებულ თავის პოზიციას, ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი აზრი არ შეცვლილა.
„დიახ, ვფიქრობ, ჩემს პირველ განცხადებას ვემხრობი. ის კოკაინს აწარმოებს. მათ ეს ნარკოტიკი შეერთებულ შტატებში შემოაქვთ. ასე რომ, მან საკუთარ თავს უნდა მიხედოს“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს დილით კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.