Loading data...
დონალდ ტრამპი: ხალხს არ სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და იცით რა, არც ექნება, ომი მალე დასრულდება, ბენზინის ფასები კი იმ დონეს დაუბრუნდება, რაც ადრე იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება.

„ხალხს არ სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და იცით რა - არც ექნება. ომი მალე დასრულდება და როცა დასრულდება, ბენზინის ფასები იმ დონეს დაუბრუნდება, რაც ადრე იყო , შესაძლოა უფრო დაბალიც კი“, - აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ სიღარიბე ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელზეა.

„გვაქვს ისტორიაში ყველაზე მაღალი დასაქმების მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე გვქონია. გვაქვს საუკეთესო, ისტორიაში ყველაზე დაბალი სიღარიბის მაჩვენებელი. ადამიანები დღეს უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე ოდესმე.

გვაქვს კიდევ ერთი რამ, რითაც ძალიან ვამაყობ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამისთვის ხალხს გარკვეული დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.

ვფიქრობ, თუკი უმეტესობას მოუწევდა არჩევანის გაკეთება დაბალ საწვავის ფასებსა და ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის უფლების მინიჭებას შორის, მზად ვარ ვთქვა, რომ შედეგი აბსოლუტურად გამანადგურებელი იქნებოდა“, - დასძინა ტრამპმა.