1788465029
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: კანადელი პოლიტიკოსებისთვის ტრამპის „მტრად“ გამოცხადება კარგად არ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ოტავას პოზიციას სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა.
ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისა და ადგილობრივ პოლიტიკოსებს აფრთხილებს.
„კანადელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთვის, ძალიან კარგია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მტრად“ გამოცხადება - მანამ, სანამ მათი ეკონომიკა არ ჩამოიშლება. შემდეგ კი ეს პოლიტიკისთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდება, იმაზე უარესი, რაც კი ოდესმე კანადელ პოლიტიკოსს თავს გადახდენია. უბრალოდ უყურეთ!“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.