Loading data...
დონალდ ტრამპი: ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა

„ისრაელი დათანხმდა „აუცილებელ პირობებს“ ღაზას სექტორში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დასასრულებლად“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი წერს, საბოლოო წინადადებას კატარი და ეგვიპტე წარმოადგენენ და იმედოვნებს, რომ „ჰამასი“ ამ შეთანხმებას დათანხმდება.

„ღაზას სექტორთან დაკავშირებით დღეს ჩემს წარმომადგენლებს ისრაელელებთან ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ. ისრაელი დათანხმდა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს, რაზეც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ. კატარი და ეგვიპტე, რომელთაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, იმედი მაქვს, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება, ის მხოლოდ გაუარესდება“, - წერს ტრამპი.