Loading data...
დონალდ ტრამპი: ისრაელი და, ფაქტობრივად, მთელი ახლო აღმოსავლეთი დღეს არ იარსებებდა, ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი რომ არ შემეშალა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კვლავ აცხადებს, რომ ისრაელი და მთელი ახლო აღმოსავლეთი დღეს არ იარსებებდა, მას რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი არ შეეშალა. 

„ისრაელი და, ფაქტობრივად, მთელი ახლო აღმოსავლეთი დღეს არ იარსებებდა, ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი რომ არ შემეშალა. ამის თქმა არავის სურს, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს სიმართლეა!“, - წერს ტრამპი.