Loading data...
დონალდ ტრამპი ირანზე: შესაძლოა, კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ძლიერი დარტყმა მივაყენოთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო იერიშის განხორციელებას არ გამორიცხავს.

„შესაძლოა, კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ძლიერი დარტყმა მივაყენოთ“, – განაცხადა მან ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

ტრამპის განმარტებით, ირანთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთანავე, ოფიციალური ვაშინგტონი კუბაზეც იზრუნებს და შეთანხმების საბოლოოდ გაფორმების მიზნით, იქ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს გაგზავნის.

„ირანიდან დაბრუნების შემდეგ კუბას მივხედავთ. შემდეგ მარკო რუბიოს გავაგზავნით, რათა შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს“, – დასძინა ტრამპმა.