1773085946
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ირანთან ომი, ფაქტობრივად, დასრულებულია!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „პრაქტიკულად, დასრულებულია!“
„ვფიქრობ, ომი მეტწილად, პრაქტიკულად, დასრულებულია. მათ აღარ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, აღარ აქვთ კავშირგაბმულობა, აღარ ჰყავთ სამხედრო-საჰაერო ძალები“, - განუცხადა პრეზიდენტმა CBS News-ს.
CBS-მა პრეზიდენტს, ასევე, ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის მიმართ, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „მე მისთვის არანაირი გზავნილი არ მაქვს. საერთოდ არანაირი“.