Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანთან დაკავშირებით კირ სტარმერით ძალიან იმედგაცრუებული ვარ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან იმედგაცრუებულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერით, რომელმაც მას დიეგო-გარსიას ბაზის ირანზე დარტყმების განსახორციელებლად გამოყენებაში ხელი შეუშალა. წერს The Telegraph.

როგორც ამერიკის ლიდერმა ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის თავდაპირველი უარი აშშ-ის ძალებისთვის ჩაგოსის კუნძულების ბაზის გამოყენების ნებართვაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობისთვის უჩვეულო იყო.

ტრამპის თქმით, ბრიტანეთის პრემიერს „ძალიან დიდი დრო დასჭირდა“ გადაწყვეტილების შესაცვლელად.

„ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის კანონიერებაზე ღელავდა“, - განუცხადა მან The Telegraph-ს.

როგორც გამოცემა წერს, დიეგო გარსიას გარშემო არსებულმა დავამ პრეზიდენტი აიძულა, უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის საკამათო ჩაგოსის შეთანხმების მხარდაჭერაზე, რომელიც ითვალისწინებს ინდოეთის ოკეანეში ამ ტერიტორიის საკუთრების უფლების გადაცემას მავრიკისთვის და მის ნაცვლად სამხედრო ბაზის იჯარის წესით მიღებას.

„უცებ [მავრიკიმ] საკუთრება მოითხოვა. მას უნდა ებრძოლა და ეს ტერიტორია საკუთრებაში მიეღო. ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით კირით“, - აღნიშნა ტრამპმა.

როგორც ტრამპი აცხადებს, სტარმერი უნდა დათანხმებოდა აშშ-ის მიერ დიეგო-გარსიას გამოყენებას, რადგან ირანი პასუხისმგებელია მისი ქვეყნიდან უამრავი ადამიანის მკვლელობაზე.

„ადამიანები, რომლებიც აფეთქდნენ, ხელების, ფეხებისა და სახის გარეშე არიან დარჩენილები. ამათგან 95 პროცენტი ირანია. ეს საშინელი მოვლენები ირანმა გამოიწვია“, - დასძინა ტრამპმა.