1779900078
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება
„ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, მცდელობის მიუხედავად, ირანი ჯერ ვერ ახერხებს შეთანხმების დადებას და ამით ვაშინგტონი უკმაყოფილოა.
„ჯერჯერობით, შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მაინც ვიქნებით კმაყოფილი ან უბრალოდ სამუშაოს დასრულება მოგვიწევს“, - აღნიშნა ტრამპმა.