Loading data...
დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, თავი შეიკავოს პროვოკაციული ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ პიკაქსის ბირთვულ ობიექტს დაბომბავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ირანის პიკაქსის მთას დაარტყას და თეირანს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ პიკაქსთან მცირე აქტივობაა. ირანს ვურჩევდი, არ მოიქცეს პროვოკაციულად, რადგან მოგვიწევს, მათ ძალიან ძლიერად დავარტყათ“, - განაცხადა ტრამპმა რესპუბლიკელების შუალედურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

პიკაქსის მთა, რომელიც ირანის მძიმედ დაზიანებული ნათანზის ურანის გამდიდრების ობიექტის სიახლოვეს მდებარეობს, გამაგრებული ადგილია ორი ღრმად ჩამარხული გვირაბის კომპლექსით.

ტრამპი პიკაქსის მთაზე დარტყმებით ივლისის შუა რიცხვებიდან იმუქრება.