Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანმა „მოლაპარაკებების“ გაგრძელება გვთხოვა, მაგრამ აშშ-მა მათ ნათლად განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დათანხმდა ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა მან, ასევე, გაიმეორა, რომ ვაშინგტონმა აცნობა თეირანს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღარ არის ძალაში.

„ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გვთხოვა „მოლაპარაკებების“ გაგრძელება. ჩვენ ამაზე დავთანხმდით, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა მათ მკაფიოდ განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულებულია!“ - წერს ტრამპი  Truth Social-ზე.

ცნობისთვის, აშშ-მა ამ კვირაში არაერთხელ დაარტყა ირანს მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე გემი დაბომბა.