1769582109
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება
აიოვას შტატში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - აცხადებს ამერიკის ლიდერი.
ტრამპი იმედოვნებს, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.