Loading data...
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ საომარ ძალისხმევას 10-დან 15 ქულით ვაფასებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის საწყისი დღეები დიდ წარმატებად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ომის ფრონტზე საქმეები ძალიან კარგად მიგვდის, რბილად რომ ვთქვათ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე. „მე ვიტყოდი - ვიღაცამ მკითხა, 10-ბალიანი შკალით როგორ შეაფასებდითო? მე ვუპასუხე - სადღაც 15-ით-მეთქი“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის „რაკეტები სწრაფად ნადგურდება, მათი გამშვები დანადგარები კი აღიგვება პირისაგან მიწისა“.

მან აღიარა ირანის თავდასხმები მეზობლებზე.

„ისინი თავს ესხმიან თავიანთ მეზობლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, თავს ესხმიან საკუთარ მოკავშირეებს, ან მათ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მათი მოკავშირე იყო. და, იცით, ეს ნამდვილად არის ქვეყანა, რომელიც კონტროლიდან იყო გასული“, - დასძინა მან.