დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ზეწოლა შედეგს იძლევა და „დიდ გამარჯვებას ძალიან მალე“ მივაღწევთ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა შედეგიანია და ქვეყანა „ძალიან დიდი გამარჯვებისკენ“ მიდის.
„ძალიან მალე დიდი გამარჯვება გვექნება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი კონსერვატორ რადიოწამყვან გლენ ბეკთან ინტერვიუში.
ტრამპი, ასევე, ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, მიუხედავად იმისა, რომ ირანის სამხედრო მოქმედებების გამო საზღვაო გადაზიდვები მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული.
„შეიძლება ითქვას, რომ სრუტე ღიაა. სრუტეში ბევრი გემი უკვე გადაადგილდება და დანაღმული მონაკვეთებიც გაწმენდილია.
ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არ უნდა მივცეთ. ამ ყველაფრის 99.9% სწორედ ეს არის. ამის დაშვება არ შეგვიძლია, რადგან ისინი გიჟები არიან და სმას გამოიყენებენ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მან ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა უკვე „ორჯერ შეაჩერა“.