დონალდ ტრამპი: ირანი თითქმის ყველაფერზე დაგვთანხმდა, რაც გვჭირდება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკებებში „თითქმის ყველაფერზე დაგვთანხმდა, რაც გვჭირდება“ ორ ქვეყანას შორის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.
ტრამპმა ეს განცხადება CNBC-სთან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ირანის ომი გადაიქცეს „უსასრულო ომად“, რომელთა თავიდან აცილებასაც პრეზიდენტობისას ჰპირდებოდა.
ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გასულ თვეში აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში (MOU) თეირანი ბირთვული იარაღის არშექმნაზე დათანხმდა. თუმცა, ირანი იმავე ვალდებულებას უკვე იღებდა 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაშიც, რომელიც მაშინდელი აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმდა. ტრამპმა ეს შეთანხმება გააკრიტიკა და 2018 წელს მისგან აშშ გამოიყვანა.
მან, ასევე, ადრე განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა, აშშ-სთვის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები გადაეცა. თუმცა, თეირანი ამას უარყოფს და სწორედ ეს საკითხი რჩება მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი ჯერ არ მიუღწევიათ.
CNBC-სთან ინტერვიუში ტრამპი აღნიშნავს, რომ ირანის ომი სხვა კონფლიქტებთან შედარებით გაცილებით ხანმოკლე. ამასთან, მან განაცხადა, რომ ავღანეთის ომი „დაახლოებით 10 წელი“ გაგრძელდა, თუმცა სინამდვილეში ის დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა, მათ შორის ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ჩათვლით.
ტრამპის თქმით, მან ირანი „სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა“, მიუხედავად იმისა, რომ თეირანს „ჯერ კიდევ დარჩა გარკვეული რაოდენობის რაკეტები“.
„ჩვენ მათი განადგურებაც შეგვიძლია. გასულ კვირასაც დავარტყით ირანს, რადგან ჰორმუზის სრუტეში გემებს ესხმოდნენ თავს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
Trump on Iran:
— Clash Report (@clashreport) July 2, 2026
We totally defeated them militarily. They have some missiles left. We could wipe them out too.
I think they’ve agreed to just about everything we need. pic.twitter.com/fgJyfhoVBt