Loading data...
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ზელენსკი და პუტინი შეთანხმებას „მკაცრ ზამთრამდე“ მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრის დროს მან „ბევრი სხვადასხვა თემა განიხილა და ბევრ მათგანზე ძალიან მკაფიო შეთანხმებას მიაღწია“.

„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ გარიგება დადოს. მინდა, რომ მან გარიგება დადოს პუტინთან და მინდა, რომ პუტინმა გარიგება დადოს მასთან. გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ერთი თვით ადრე 32 000 ადამიანი დაიღუპა. ისინი ძირითადად ჯარისკაცები იყვნენ. 97% ჯარისკაცები იყვნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები იყვნენ, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ - 32 000. ორი თვის წინ კი 33 000 ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, როგორც ზელენსკის, ასევე პუტინს „კონფლიქტის მოგვარება სურთ“.

„ერთ დღეს, იმედია, არც ისე შორეულ მომავალში, შესაძლოა, მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი მათ შეთანხმებას მიაღწიონ“, - დასძინა ტრამპმა.