1795413867
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: იმედი მაქვს, Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჯენსენ ჰუანგს კვლავ დანიშნავს თანამდებობაზე, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე აშშ-ისთვის
იმედი მაქვს, Nvidia-ს დირექტორთა საბჭო ჯენსენ ჰუანგს კვლავ დანიშნავს თანამდებობაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგმა Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ნოემბერში დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩინელ ქალთან მისი სავარაუდო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.