Loading data...
დონალდ ტრამპი „ჰამასს“ განიარაღებისთვის მოკლე დროს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯოჯოხეთით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასსა“ და დაჯგუფების განიარაღებაზე ისაუბრეს.

ტრამპის თქმით, „ჰამასს“ განიარაღებისთვის ძალიან მოკლე დრო მიეცემა“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს აშშ-ის მხრიდან თეთრი სახლის საგანგებო დესპანები: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ.

„თუ ისინი არ განიარაღდებიან, როგორც ამაზე შეთანხმდნენ - და ისინი ამაზე შეთანხმდნენ - მაშინ მათ თავს ჯოჯოხეთი დაატყდებათ. მათ განიარაღება საკმაოდ მოკლე დროში მოუწევთ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.