Loading data...
დონალდ ტრამპი ჰააგაში ნატოს სამიტზე ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰააგაში, ნიდერლანდების მეფის რეზიდენციაში ჩავიდა, სადაც ნატოს სამიტის გახსნის აღსანიშნავად ოფიციალური ვახშამი გაიმართება. 

აშშ-ის პრეზიდენტის ავტოკოლონა რეზიდენციაში ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათის შემდეგ მივიდა.

ტრამპს სასახლეში მეფე ვილემ-ალექსანდრე, დედოფალი მაქსიმა და პრინცესა კატარინა-ამალია დახვდნენ.

24-25 ივნისს ნიდერლანდებში ნატოს სამიტი იმართება. 

სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა:

  • შეკავება და თავდაცვა
  • თავდაცვის ხარჯებისა და წარმოების ზრდა
  • უკრაინის მხარდაჭერა

ნატოს სამიტის ფარგლებში თავდაცვის ინდუსტრიისა და საჯარო ფორუმებიც იმართება.