Loading data...
დონალდ ტრამპი: გემებისთვის მიყენებული ზარალი ირანის იმ ფულით დაიფარება, რომელსაც აშშ აკონტროლებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში გემების ან ტვირთისთვის მიყენებული ნებისმიერი ზარალი ირანის იმ ფინანსური სახსრებით დაიფარება, რომელსაც შეერთებული შტატები აკონტროლებს.

მისი თქმით, ეს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

„გთხოვთ, ეს განცხადება ძალაში დარჩეს შემდგომ შეტყობინებამდე. ამ მომენტიდან გემებისთვის, ტვირთისთვის ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ყველა ზარალი ანაზღაურდება იმ ირანული ფულით, რომელიც შეერთებული შტატების განკარგულებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. ეს ზიანი შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს სამართლიანია“, - წერს ამერიკის ლიდერი.