1793738492
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია, ეს იყო გრენლანდია
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდია ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც აშშ-ს ევროპისგან ოდესმე მიუღია.
„გახსოვთ, ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია. იცით, რა იყო ეს? გრენლანდია. ჩვენ ახლახან მივიღეთ გრენლანდია, იცით ამის შესახებ, ხომ ასეა?“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
როგორც შემდეგ ჟურნალისტმა განმარტა, აშშ-ის პრეზიდენტი უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას გულისხმობდა.