დონალდ ტრამპი: ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირს „საზიზღარი“ უწოდა.
ტრამპი აკრიტიკებდა ევროპაში ამერიკული წარმოების მანქანებზე მკვეთრ ტარიფს და ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს Apple-სა და Google-ს სთხოვდა მილიარდობით ჯარიმის გადახდას.
„ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ისინი გვყიდიან მილიონობით მანქანას. ისინი არ იღებენ სოფლის მეურნეობის ჩვენს პროდუქციას. ჩვენ ვიღებთ მათ პროდუქციას - ეს ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას ჰგავს. ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია.
ისინი ჩვენს კომპანიებს უჩივიან. Apple-ი იძულებული გახდა გადაეხადა $16 მილიარდი. ისინი უჩივიან Google-ს, ისინი უჩივიან Facebook-ს, ისინი უჩივიან ყველა ამ კომპანიას და ისინი იღებენ მილიარდობით დოლარს ამერიკული კომპანიებისგან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.