1783501471
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: ესპანეთი ნატოს საშინელი მოკავშირეა, ყველანაირი ვაჭრობა შეწყვიტეთ, მათ შორის ვიზიტები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობა უნდა შეწყდეს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ანკარაში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ესპანეთთან საუბარიც კი არ შეიძლება.
„ესპანეთი ნატოს საშინელი მოკავშირეა. ისინი მონაწილეობას არ იღებენ, არ იხდიან თანხას. ესპანეთთან არაფრის კეთება მსურს. შეწყვიტეთ ყველანაირი ვაჭრობა მათთან, მათ შორის ვიზიტები. მათთან საუბარიც კი არ შეიძლება. ისინი უიმედო, ცუდი ადამიანები არიან. ნახავთ როგორ მოირბენენ ისინი. ისინი მარკ რუტეს საშინლად ექცევიან“, - განაცხადა ტრამპმა.